მოხმარების წესები
და პირობები
ბოლო განახლება: 2026 წლის 23 მარტი
01.ტერმინთა განმარტება
- INFLUX (კომპანია): პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ინფლუენსერ მარკეტინგის, ტრანზაქციების და საკომისიოების მართვის ავტომატიზაციას.
- ინფლუენსერი (კრეატორი): პირი, რომელიც რეგისტრირდება პლატფორმაზე გავლენის მონეტიზაციის მიზნით.
- ბრენდი (მოვაჭრე): იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს პლატფორმას პროდუქტის/სერვისის რეალიზაციისთვის ინფლუენსერების მეშვეობით.
- მომხმარებელი (გამომწერი): პირი, რომელიც ახორციელებს ტრანზაქციას ინფლუენსერის უნიკალური ბმულით/კოდით და იღებს ბენეფიტს.
- საკომისიო: ბრენდის მიერ ინფლუენსერისთვის გადახდილი თანხა გენერირებული გაყიდვებიდან.
02.ჩვენ შესახებ
INFLUX არის მაღალტექნოლოგიური ეკოსისტემა, რომელიც აკავშირებს ბრენდებს, კრეატორებსა და მათ აუდიტორიას. ჩვენი მიზანია ინფლუენსერ მარკეტინგის ტრანსპარანტულ, გაზომვად და შედეგზე ორიენტირებულ პროცესად გარდაქმნა.
03.საკონტაქტო ინფორმაცია
ნებისმიერი იურიდიული, ტექნიკური თუ ფინანსური საკითხის დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე: sandro@influxapp.io ან ტელეფონის ნომერზე 500 05 06 08.
04.მომხმარებლის, კომპანიისა და მოვაჭრის ურთიერთობა
INFLUX წარმოადგენს შუამავალ ტექნოლოგიურ რგოლს. პლატფორმა არ არის პროდუქტის მფლობელი. ბრენდი პასუხისმგებელია პროდუქტის ხარისხზე, ხოლო ინფლუენსერი — კონტენტის სიზუსტეზე. INFLUX პასუხისმგებელია ტრანზაქციის უსაფრთხოებასა და საკომისიოს სამართლიან განაწილებაზე.
05.პლატფორმაზე რეგისტრაცია, მართვა და დახურვა
რეგისტრაცია შესაძლებელია სამი როლით. სავალდებულოა ზუსტი იდენტიფიკაცია. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას ავტორიზაციის მონაცემების კონფიდენციალურობა. ანგარიშის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თუმცა მიმდინარე ტრანზაქციების დაფარვის ვალდებულება რჩება ძალაში.
06.შეკვეთა და მისი გაუქმება
ბრენდი ვალდებულია INFLUX-ის სისტემაში ატვირთული ფასები იყოს სინქრონიზებული რეალობასთან. მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაუქმება ექვემდებარება ბრენდის შიდა პოლიტიკას, რაც პირდაპირ აისახება ინფლუენსერის საკომისიოს გაუქმებაზეც (Anti-fraud მექანიზმი).
07.ტრანსპორტირება
პროდუქტის მიწოდებას უზრუნველყოფს თავად ბრენდი ან მესამე მხარე. INFLUX არ იღებს პასუხისმგებლობას ტრანსპორტირების დაგვიანებაზე ან ნივთის დაზიანებაზე.
08.კომპანიის პასუხისმგებლობის ფარგლები
ჩვენი პირდაპირი პასუხისმგებლობაა პლატფორმის უწყვეტი მუშაობა, ტრეკინგის სიზუსტე და ფინანსური სინქრონიზაცია საგადამხდელო ქსელებთან. INFLUX იხსნის პასუხისმგებლობას ფიზიკურ დავებზე (მაგ: პროდუქტის წუნი).
09.ინფლუენსერის მოდულის წესები
ინფლუენსერს ეკრძალება ყალბი ტრაფიკის (ბოტების) გამოყენება გაყიდვების გენერირებისთვის. წესის დარღვევა იწვევს დაგროვილი ტოკენების/თანხის გაყინვას.
10.ბრენდის მოდულის წესები
ბრენდი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საკომისიო INFLUX-ის სისტემაში დაფიქსირებულ ყველა ვალიდურ გაყიდვაზე. ბრენდს ეკრძალება ინფლუენსერთან პლატფორმის გვერდის ავლით ფარული გარიგების დადება.
11.ანაზღაურება და ბალანსის მართვა
საკომისიოს დარიცხვა ხდება ავტომატურად. ინფლუენსერს შეუძლია თანხის გატანა ვერიფიცირებულ საბანკო ანგარიშზე, მინიმალური ზღვრის მიღწევის შემდეგ. გადარიცხვები დაცულია საბანკო სტანდარტების შიფრაციით.
12.პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა
თუ მომხმარებელი აბრუნებს პროდუქტს კანონმდებლობით დადგენილ 14 დღიან ვადაში, აღნიშნული ტრანზაქცია უქმდება. ბრენდს უბრუნდება გადახდილი საკომისიო, ხოლო ინფლუენსერის ბალანსიდან ხდება თანხის დექვითვა.
13.აკრძალული ქმედებები და ინტელექტუალური საკუთრება
აკრძალულია სისტემის გატეხვის მცდელობა. პლატფორმაზე არსებული დიზაინი, კოდი და ლოგო წარმოადგენს INFLUX-ის ექსკლუზიურ ინტელექტუალურ საკუთრებას.
14.თაღლითობის დაფიქსირების წესი
სისტემა აღჭურვილია AI მონიტორინგით. საეჭვო აქტივობის დაფიქსირებისას, ექაუნთი იყინება და ინფორმაცია გადაეცემა შესაბამის უწყებებს.
15.მარეგულირებელი კანონმდებლობა
წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. დავა გადაწყდება თბილისის საქალაქო სასამართლოში.